|
2018-02-05 14:41:31, 2323 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: მიუხედავად იმისა, გამაგდებენ თუ არა ქვეყნიდან, მათ ბოლო მოეღებათ
კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა დაიწყო. სააკაშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მას არც ერთი სახელმწიფოს საბუთი არ გააჩნია და უკრაინის ხელისუფლებას ერთადერთი საბუთის წართმევა სურს, რომლითაც მას გადაადგილება შეუძლია. „უკრაინაში სექტემბერში დავბრუნდი. მას შემდეგ ერთი საბუთი მაქვს, ცნობა, რომლის მეშვეობითაც გადავადგილდები. ეს ერთადერთი საბუთია, რომელიც ადასტურებს, რომ ვარსებობ. არც ერთი სახელმწიფოს პასპორტი არ მაქვს, მაქვს მხოლოდ ქაღალდი, რომელიც ადასტურებს, თუ ვინ ვარ მე. თუმცა, მაგალითად, ნოტარიუსები ამ საბუთს არ იღებენ. ახლა პოროშენკოს სასამართლოს სურს, ჩამომართვას ეს საბუთი. თუ ისინი დღეს გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამ საბუთის გადაგდება შეიძლება და გამოვა, რომ მე არ ვარსებობ. წარმოიდგინეთ, თუ ჩემს შემთხვევაში ყველაფერს აკეთებენ, რომ დოკუმენტალურად გავქრე, რას უზამენ რიგით მოქალაქეებს, ვისაც კამერები არ დაყვება?! პოროშენკო პირად განკარგულებებს იძლევა. უკრაინა უკვე 25 წელია ითმენს და ხალხს თმენის უნარი აღარ აქვს. სიტუაცია უნდა შეიცვალოს. მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, გამაგდებენ თუ არა ქვეყნიდან, მათ მაინც ბოლო მოეღებათ. ამაში დარწმუნებული ვარ. ის რაც აქ ხდება ეს არ არის სასამართლო, ეს რაღაც სასამართლოს მაგვარია. ამ სასამართლოს მიზანია, გამაქროს ქვეყნიდან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)