20:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 11:52:21, 1775 ნახვა

საზოგადოება
მანდატურის სამსახურს უფლებამოსილება ეზრდება

„ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის თანახმად, მანდატურის სამსახურს უფლებამოსილება ეზრდება.

კანონპროეტქის მიხედვით, მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალების და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს უფლებამოსილება ექნება, რომ გააჩეროს და დააყოვნოს სკოლის მოსწავლე, შეატყობინოს მშობელს და ასევე სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში გამოიძახოს საპატრულო პოლიცია.

ასევე მანდატურების მოვალეობაში შევა სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ადმინისტრირება.

კანონპროექტი მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდას ისახავს მიზნად. მანდატურის სამსახური ხდება გაცილებით დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე - მანდატური თანამდებობაზე დაინიშნება არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ, რაც მანდატურის დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის. მანდატურის სამსახურის უფროსს, თავის მხრივ, თანამდებობაზე ნიშნავს განათლების მინისტრი. 

ცნობისთვის, კანონპროექტი უკვე მომზადებულია და პარლამენტში მისი განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics