|
2018-02-03 16:28:54, 2020 ნახვა
სამართალი
სასამართლო მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო #35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განესაზღვრა. „წარდგენილი ბრალის თანახმად, ა.ნ.-ს ბრალად ედება მკვლელობის მცდელობა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანებისა და ორი პირის მიმართ. საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 31 იანვარს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მდებარე ე.წ. ‘’წითელ ბაღში’’, ფიზიკური დაპირისპირებისას, ბრალდებულმა მკვლელობის განზრახვით, ნ.ც.-სა და ი.ც.-ს გულ-მკერდის მარცხენა ნახევრის არეში, დანის დარტყმით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები. ბრალდებულის არასრულწლოვანების გამო, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დახურულ სასამართლო სხდომაზე იმსჯელა. მიმალვის, მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული პატიმრობის გამოყენებისათვის საკმარის საფუძველთა ერთობლიობა“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 7 მარტს 16:00 საათზე გაიმართება.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)