20:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-03 14:29:41, 1822 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტლური გზების რეაბილიტაცია გრძელდება

ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტლური გზების რეაბილიტაცია გრძელდება.

მერიის ინფორმაციით, ზღვის უბნის (თემქა) მე-3 მიკრორაიონის მე-5 კვარტალში, კორპუსების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.

შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„ადგილობრივი მოსახლეობისთვის კორპუსებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე, გზები ზღვის უბანში, ხუთი კორპუსის მიმდებარედ მოვაწესრიგეთ. რაც გაკეთდა, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და კიდევ ბევრი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტია განსახორციელებელი. შესაბამისად, ქუჩების და შიდაკვარტლური გზების კაპიტალური რეაბილიტაცია წელსაც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე 2 010 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები. საგზაო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 118 000 ლარი გამოიყო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics