|
2018-02-02 13:22:20, 1903 ნახვა
სამართალი
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მთავარ პროკუროს ხვდებიან
მთავარ პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის და უწყების ხელმძღვანელის ირაკლი შოთაძის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას გარდაცვლილის მამა მალხაზ მაჩალილაშვილი, დედა მედიკო მარგოშვილი და და ნატა მაჩალიკაშვილი ესწრებიან. ოჯახთან ერთად მთავარ პროკურატურაში ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მივიდნენ. ოჯახის მთავარი მოთხოვნაა თემირლან მაჩალიკაშვილის დაზარალებულად ცნობა და ობიექტური გამოძიების ჩატარება. ისინი იმ სპეცრაზმელის დასჯასაც ითხოვენ, რომელმაც სპეცოპერაციის დროს გასროლა განახორციელა. "მთავარი მოთხოვნებია, რომ უმკაცრესად დაისაჯონ ყველა ვისაც ოდნავი წვლილი მიუძღვის ჩემი შვილის მკვლელობაში, ვინც დაგეგმა ეს ოპერაცია, ასევე ვინც განახორციელა გასროლა. მეორე მოთხოვნაა მიენიჭოს ჩემს შვილს დაზარალებულის სტატუსი და აღიარონ ის უდანაშაულოდ. ვითხოვთ სამართლიან გამოძიებას, მაგალითად როგორ აერიათ მისამართი, ბინა. 4 საათი თემირლანი მათ ხელში იყო და ისინი მკვდარსაც ჩაუდებდნენ ლიმონკას, რომ ანაბეჭდები ყოფილიყო. ის კი ვეღარ იფიქრეს, რომ თუ ტერორისტი იყო, მას აუარებელი არსენალი ექნებოდა და არა ერთი ლიმონკა. ეს არის ზღაპარი - ცუდი რეჟისორის მიერ გადაღებული ცუდი ფილმის ნაწილი", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა უნდოდა და მის მიმართ გასროლა სწორედ ამიტომ განხორციელდა. დაშავებული თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტრო ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და საბოლოოდ მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა, 10 იანვარს იგი გარდაიცვალა.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)