19:04 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 19:03:57, 2039 ნახვა

საზოგადოება
პედიატრი ერთ-ერთ ბაგა-ბაღში ბავშვების ინტოქსიკაციის ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებს

ბაგა-ბაღი „იმედის“ სამი აღსაზრდელიდან საავადმყოფოში მკურნალობას ორი აგრძელებს.

როგორც პედიატრმა თამარ გაბრიჩიძემ აღნიშნა, ერთი ბავშვი საავდმყოფოდან უკვე გაწერეს.

„მოიყვანეს საბავშვო ბაღიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარებით. დიაგნოზი იყო გულისრევა, პირღებინება. ანალოგიური დიაგნოზი დასტურდება ჩვენთან. მიდის დახმარება ინფუზიის თვალსაზრისით. გადასხმა უტარდებათ ახლა, სისხლის საერთო ანალიზი გაკეთდა. მაგრამ იმის დიაგნოსტირება, რომ ეს არის კვებითი ფაქტორი, თითქოს მუსირებს, რომ ეს იყო ბანანი ბაღში მიღებული, ამას ჩვენ ვერ ვადასტურებთ“, - განაცხადა გაბრიჩიძემ.

ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტურბაზასთან არსებულ დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღი „იმედის“ 5 აღსაზრდელი შეუძლოდ გახდა, აქედან 3 ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აღსაზრდელებს აღენიშნებოდათ პირღებინება. მათივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ბავშვების შეუძლოდ ყოფნის მიზეზი - ვირუსული ინფექცია, თუ საკვებით ინტოქსიკაცია. საკვების სინჯები ლაბორატორიულ შემოწმებაზე უკვე გადაგზავნილია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics