22:20 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 16:54:13, 668 ნახვა

ეკონომიკა
ქეთევან ბოჭორიშვილმა კომპანია MEDEF International-ის წარმომადგენელი მიიღო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა ფრანგული კომპანია MEDEF International-ის დელეგაცია მიიღო, რომელიც საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ნაყოფიერი და მტკიცე პარტნიორობის ჩამოყალიბების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები და აქტივობები.

ფრანგული ორგანიზაცია MEDEF International  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის  განვითარების სააგენტოს მომიჯნავე პროფილის არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც კონცენტრირებულია ნოუ-ჰაუს დანერგვასა და   ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობისა და საინვესტიციო გარემოს განვითარებას მსოფლიო მასშტაბით. MEDEF International საკმაოდ წარმომადგენლობითი ხასიათის მატარებელი დაწესებულებაა და ორიენტირებულია ფრანგული კერძო კომპანიებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის კავშირების დამყარებაზე, გრძელვადიანი და მდგრადი პარტნიორობის ჩამოყალიბების მიზნით. ამავდროულად, ხაზგასასმელია, რომ  MEDEF International წარმოადგენს მსოფლიო ბანკისა და EBRD-ის სამეკავშირეო ოფისს კერძო სექტორის სფეროში და  მოწოდებულია მმართველი ორგანოებისა და ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებისკენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics