16:41 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 13:14:15, 2297 ნახვა

საზოგადოება
მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლებათ

2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო შემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება უვიზოდ იქნება შესაძლებელი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, - ამის შესახებ ინფორმაციას, გულშემატკივრებისთვის შექმნილი საიტი welcome2018.com ავრცელებს.

როგორც ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უვიზოდ შემოსვლის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ მიიღო.

"კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ ქვეყანაში სპორტული შეჯიბრების დროს, გულშემატკივრებს აქვთ შესაძლებლობა რუსეთში უვიზოდ - მაყურებლის სტატუსით შემოვიდნენ. მატჩებზე დასასწრებად გულშემატკივარს დასჭირდება მხოლოდ მატჩის ბილეთი და მაყურებლის პერსონიფიცირებული ბარათი - „გულშემატკივრის პასპორტი“ (FAN ID). აღსანიშნავია, რომ FAN ID რუსეთში უვიზოდ ჩასვლის უფლებას იძლება და საკმარისია ყველა მატჩზე დასასწრებად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბარათის აღება შესაძლებელია FIFA-ს ოფიციალურ ვებ-გვერზე და ასევე, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში სპეციალურად გახსნილ ფილიალებში. სტადიონზე დაცვა შეამოწმებს როგორც ბილეთებს, ასევე "გულშემატკივრის პასპორტის" არსებობას.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics