|
2018-01-26 12:22:48, 1989 ნახვა
სამართალი
მოსამართლეთა კოლეგია მუსტაფა ჩაბუქის საქმეზე სათათბიროდ გავიდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია შოთა გეწაძის, გიორგი გოგიაშვილისა და ილონა თოდუას შემადგენლობით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა. უცნობია, რამდენი დრო დასჭირდებათ მათ გადაწყვეტილებაზე ჩამოსაყალიბებლად. სხდომას თავად ბრალდებული ჩაბუქიც ესწრებოდა. დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების სარჩელის თემაა, ბათილად იქნას ცნობილი პირველი ინსტაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მიუნიჭებლობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ საქმეს მტკიცებულებად დაურთო Human rights watch-ის 2018 წლის ანგარიში, სადაც ადვოკატების თქმით, საუბარია თურქეთში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც ფეთჰულა გიულენის მიმდევრებად არიან აღიარებული. ამიტომ, დაცვის მხარე ითხოვს, არ მოხდეს ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება. შეგახსენებთ, 2017 წლის 24 მაისს საქართველოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად ედება წილების გასხვისების მცდელობა ერთ-ერთ ამერიკულ ფირმაზე, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციადაა მოხსენიებული თურქული მხარის მიერ, რასაც თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 25 მაისს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, რომელიც 25 ნოემბერს კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდა. ჩაბუქსა და მის ოჯახს, 7 ივლისს, უარი ეთქვა საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. თურქი პედაგოგი საქართველოში 15 წელია ცხოვრობს. იგი 2002 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)