02:17 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-20 18:57:39, 2746 ნახვა

სამართალი
მოსამართლე „ბასიანის“ საქმეზე: ბრალდებული დანაშაულს აღიარებდა, ინანიებდა და არ იყო ნასამართლევი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონია აცადებს, რომ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის საქმეზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და მასზე ზეწოლა არ განხორციელებულა.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილების გამოცხადების დროს არც პოლიტიკურ პირთან და არც ოჯახის წევრთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„მე შევაფასე, რომ არ იყო სავალდებულო პატიმრობის გამოყენება და მივიჩნიე, რომ გირაოც უზრუნველყოფდა, ვინაიდან ის აღიარებდა, ინანიებდა და არ იყო ნასამართლევი. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს არ დაეთანხმოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას. რაიმე სახის ზეწოლაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია", - განაცხადა შონიამ.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით,13 იანვარს, კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს ბრალდებულმა თამაზ ქვლივიძემ, შსს 1 და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა. მისი დაკავება დანაშაულის ადგილზე მოხდა. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი გირაოს სანაცვლო გაათავისუფლა. გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა და პატიმრობა შეეფარდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics