15:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-18 12:10:57, 1556 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა დიდ ნაწილს გენდერულ თანასწორობაზე დადებითი ასოციაცია აქვს, ფემინიზმზე კი - უარყოფითი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბრის თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის  შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას, 80%-ს კაცებსა და ქალებს შორის თანასწორობაზე დადებითი ასოციაცია  აქვს, 16%-ს უარყოფითი, 4%-მა არ იცის, გენდერულ თანასწორობაზე  დადებითი ასოციაცია აქვს  გამოკითხულთა 67%-ს, 23%- უარყოფითი, 9%-მა არ იცის. რაც შეეხება ფემინიზმს, ფემინიზმზე დადებითი ასოციაცია მხოლოდ გამოკითხულთა  26%-ს აქვს, 34%-ს-  უარყოფითი, 39% კი ამბობს, რომ არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით, ხოლო გამოკითხვას ატარებს CRRC საქართველო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics