14:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-18 11:45:13, 1825 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა მხოლოდ 26%-მა იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბრის თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 59%-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.

14%-მა ამ შეკითხვას არასწორი პასუხი გასცა, ხოლო მხოლოდ 26%-მა უპასუხა სწორად  შეკითხვას - ვინ არის თქვენი მაჟორიტარიო დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით, ხოლო გამოკითხვას ატარებს CRRC საქართველო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics