14:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-18 11:41:20, 1587 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემის ახალი მოდელი წარმოადგინა

თბილისის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებს მერია 100 პროცენტით დააფინანსებს, ხოლო თითოეული პროექტის ღირებულების 10 პროცენტის მოცულობის თანხას ამხანაგობები წარმოადგენენ და საერთო კრების შეთანხმებით, საკუთარ ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ საჭიროებებს მოახმარენ.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით წელს დაახლოებით 28 მილიონი ლარი  დაიხარჯება.

„არსებული პრაქტიკის ნაცვლად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება მხოლოდ ტენდერის საფუძველზე, რომელსაც გამგეობები გამოაცხადებენ. ასევე, თქვენ იცით, რომ პროექტის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ თანადაფინანსებით - ამხანაგობებს უნდა შეეგროვებინათ ფული კონკრეტული პროექტისთვის. ეს იყო პროექტის ღირებულების 10-20-30%. ჩვენ ამ მიმართულებითაც გვაქვს ცვლილებები:  ჩვენი მხრიდან 100 პროცენტით დაფინანსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობა კონკრეტული პროექტის ღირებულების 10 % წარმოადგენს და ეს თანხა საერთო კრების გადაწყვეტილებით მოხმარდება ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ საჭიროებებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ახალი მოდელი ხელს შეუწყობს თანხების რაციონალურ და ეკონომიკურ ხარჯვას. 

„აღნიშნული სისტემა, ასევე, მაქსიმალურად გამორიცხავს კორუფციის რისკებს, გააძლიერებს გამგეობებისა და ამხანაგობების თანამშრომლობას და მივიღებთ ეფექტიან, გამჭვირვალე, ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებულ სისტემას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics