06:07 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 11:26:55, 2751 ნახვა

მსოფლიო
გუტიერეში: საქართველოში, უკრაინასა და მთიან ყარაბაღში კონფლიქტების დარეგულირება გაერო-ს მუშაობის პრიორიტეტი გახდება

„საქართველოში, უკრაინაში, მთიან ყარაბაღსა და დნესტრისპირეთში არსებული კონფლიქტების დარეგულირება გაეროს მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდება“,-ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა   განაცხადა.

"მომვალი წლის განმავლობაში გაეროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ პარალიზების შეწყვეტაა, რომელსაც ევროპაში არსებული კონფლიქტების გამწვავება და გაყინვა მოჰყვა. მოცემული სიტუაციის გადაჭრა, ნაციონალიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევას მოითხოვს. კვლავ უნდა გამოცოცხლდეს სამშვიდობო შუამავლობის ინიციატივები, მათ შორის, ნორმანდიის ფორმატი აღმოსავლეთ უკრაინისთვის, ეუთოს მინსკის ჯგუფის შეხვედრები მთიანი ყარაბაღისთვის, ასევე საქართველოსთან დაკავშირებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები. მე მოვუწოდებ ევროპის ლიდერებს, დავამტკიცოთ, რომ კონტინენტს მშვიდობიანი თანაცხოვრების იდეის განხორციელება შეუძლია," - აღნიშნა გუტიერეშმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics