14:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 11:13:52, 1893 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე - აშშ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)   2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე - აშშ.

კერძოდ, 41% მიიჩნევს, რომ  რუსეთი უფრო ძლიერია,  36% ამბობს, რომ  აშშ,  15%-ის აზრით თანაბარია მათი შესაძლებლობები ამ კუთხით, 8%-მა არ იცის.

ეს შეკითხვა გამოკითხვის დროს  პირველად დაისვა.

NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს კვლევის შედეგების პირველი ნაწილი  წარადგინეს.მეორე ნაწილს კი ხუთშაბათს გამოაქვეყნებენ.

კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics