12:54 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 10:52:19, 1828 ნახვა

საზოგადოება
აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქში დღეს თოვლჭყაპია მოსალოდნელი

აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქში  დღეს მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლჭყაპის სახით. ჰაერის ტემპერატურა 0, +7 გრადუსის ფარგლებში იქნება.

კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, თბილისში დღეს თოვლჭყაპი და +4 გრადუსია მოსალოდნელი,16-17-18 იანვარს კი უმეტესად უნალექო ამინდებს პროგნოზირებენ.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში  თოვლს ელოდებიან.  ტემპერატურა +2 დან +5 გრადუსის ფარგლებში იქნება. მაღალმთიან რაიონებში კი თოვლსა და ყინვას პროგნოზირებენ.

დასავლეთ საქართველოს ბარში, უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა +9, +12  გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში კი თოვლჭყაპია ნავარაუდევი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სინდისის პატიმრების ოჯახები საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირი ეთერის დათმობას სთხოვენ
გამოკითხვები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებას პროგნოზირებენ
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
აშშ-ირანის სამხედრო ესკალაცია: ჰორმუზის სრუტის კრიზისი და ირანული სამიზნეების დაბომბვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics