21:16 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 11:15:13, 891 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ტექნიკურ სავაჭრო ფორუმს მასპინძლობს

„თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში ტექნიკური სავაჭრო ფორუმი მიმდინარეობს, რომელზეც მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები ვაჭრობის დაფინანსებაში, სფეროს განვითარების საკითხებზე მსჯელობენ.

ტექნიკური სავაჭრო ფორუმი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ინიციატივით და თიბისი ბანკის მხარდაჭერით იმართება. მისი მიზანია, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და სავაჭრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.       

 ღონისძიებას ესწრებიან თიბისი ბანკის დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, ასევე საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი, EBRD წარმომადგენლები, საქართველოში მყოფი ინვესტორები და ვაჭრობის ფინანსირების ექსპერტები.

 „თიბისი  ბანკს პატივი ერგო, უმასპინძლოს  ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელსაც  დაესწრება ვაჭრობის  დაფინანსებაში ჩართული ყველა ბანკი - ეს ბანკები  შესაძლოა კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა მნიშვბელოვანია ამ ბანკების ჩართულობა და კოორდინაცია საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების მიმართულებთ. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც თანამშრომლობა და განვითარება ყველა ჩვენგანის ინტერესშია“- აცხადებს  თიბისი ბანკის დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

 „ღონისძიებისადმი  ინტერესი ძალიან დიდია, რაც პოზიტიური განვითარების დასაწყისს ნიშნავს, არა მხოლოდ  საქართველოსთვის, არამედ მთელი  რეგიონისთვის“,- აღნიშნა საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯფომარემ ფადი ასლიმ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics