08:55 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-05 09:46:45, 1849 ნახვა

საზოგადოება
რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს იუბილე მიულოცა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა  კირილმა უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს 85 წლის იუბილე მიულოცა. მილოცვა რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს, ილია მეორეს. თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უფლის მიერ საყვარელო ძმაო და თანამსახურო! გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს - დაბადებიდან 85 წელს. 

ქრისტესთვის დიდი ხნის განმავლობაში მსახურების მანძილზე, თქვენ მეფე სოლომონის მსგავსად, გამოიჩინეთ სიბრძნე, მამამთავარ აბრაამის მსგავსად - სტუმართმოყვარეობის სათნოება, დავით მეფსალმუნის მსგავსად - შემოქმედებითი ტალანტები. ზრუნავთ რა იერარქთა, კლირის და საქართველოს ეკლესიის მრევლის სულიერ კეთილდღეობაზე, მათ სიყვარულით მოუწოდებთ დაუღალავად იზრუნონ, რადგან „ერთი რამ არის საჭირო (ლკ.10:42)“ და გაატარონ ცხოვრება წმინდად. მრავალი ბეჯითი შრომით დაიმსახურეთ ღრმა პატივისცემა და მაღალი ავტორიტეტი მართლმადიდებელ სამყაროში და ამჟამად ბრძანდებით ადგილობრივი ეკლესიის უხუცესი წინამძღოლი. 

დაე, მოწყალე მხსნელმა განაახლოს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის ხორციელი და სულიერი ძალები და დაგეხმაროთ მაღალ საპატრიარქო საქმიანობაში.
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი“, - ნათქვამია მისალოც წერილში.

გუშინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღე იყო. კათოლიკოს-პატრიარქს 85 წელი შეუსრულდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics