06:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-28 16:38:29, 1878 ნახვა

საზოგადოება
მთავრობამ 2018-2020 წლებში სოფლის განვითარების 3 წლიანი გეგმა მიიღო

საქართველოს მთავრობამ  სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა  მიიღო.

 მთავრობის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სამოქმედო გეგმის განხილვა სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში.

 აღნიშნულ საბჭოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელმძღვანელობს.

სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს მომავალი სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელ საქმიანობას, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლის ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრულ საკვანძო გამოწვევებთან გამკლავება.

სამოქმედო გეგმაში შესულია 69 კონკრეტული ღონისძიება, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 1.7 მილიარდ ლარს აღემატება.

გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა გულისხმობს სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებს სოფლის განვითარების ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა და დივერსიფიცირება, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა.

სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმა მომზადდა ევროკავშირის (EU) დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტები, სამინისტროები და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები.

მომავალი თვეების განმავლობაში, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა საქართველოს რეგიონებში გაიმართება.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics