07:31 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 19:16:44, 1951 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე არ გამორიცხავს, აზრთა სხვადასხვაობის გამო, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა და დამტკიცება შეფერხდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის შიგნით აზრთა სხვადასხვაობის გამო, არ გამორიცხავს, რომ  ნარკოტიკების მცირე დოზით მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა და დამტკიცება შეფერხდეს:

 „იმდენად დიდია აზრთა სხვადასხვაობა, რომ შეფერხებასაც კი არ გამოვრიცხავ, თუმცა ამაზე გადაჭრით საუბარი ჯერჯერობით არ შემიძლია“,-აღნიშნა მდინარაძემ.

ჯანდაცვის კომიტეტზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონპროექტს და მასთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

სხდომა სამ საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო,  იმ დროს ვერ ჩატარდა. საქმე იმაშია, რომ კომიტეტის 7 წევრი ცვლილებებს ეწინააღმდეგება და კომიტეტის მუშაობაშიც არ მონაწილეობს.  ეს დეპუტატები არიან: მირიან წიკლაური, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, დიმიტრი მხეიძე და კობა ნარჩემაშვილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics