06:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 14:26:07, 4334 ნახვა

საზოგადოება
ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასსა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები დაუდგინა.

"სემეკის" გადაწყვეტილებით, „თელასის“ აბონენტთათვის 1 იანვრიდან ტარიფი 1.5 თეთრით გაიზრდება.

შესაბამისად, სს „თელასის“ სამომხმარებლო ტარიფები ასეთია:

საყოფაცხოვრებო ტარიფები (დღგ-ს ჩათვლით)

0 კვტ.სთ

101 კვტ.სთ

14.544 თეთრი

101 კვტ.სთ

301 კვტ.სთ

18.556 თეთრი

301 კვტ.სთ

ზევით

23.040 თეთრი

არასაყოფაცხოვრებო ტარიფები (დღგ-ს ჩათვლით)

110-35 კვ ძაბვაზე - 16.111 თეთრი/კვტსთ;

10-6-33 კვ ძაბვაზე - 16.882 თეთრი/კვტსთ;

0.4 კვ ძაბვაზე - 21.319 თეთრი/კვტსთ.

რაც შეეხება  რეგიონებს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის 1-ელი იანვრიდან როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული სექტორებისთვის ელექტროენერგიის ფასი კილოვატ საათზე 1,28 თეთრით იქნებ გაზრდილი.

საყოფაცხოვრებო ტარიფები (დღგ-ს ჩათვლით)

0 კვტ.სთ

101 კვტ.სთ

14.237 თეთრი

101 კვტ.სთ

301 კვტ.სთ

18.213 თეთრი

301 კვტ.სთ

ზევით

22.733 თეთრი

არასაყოფაცხოვრებო ტარიფები: (დღგ-ს ჩათვლით)

110-35 კვ ძაბვაზე - 14.860 თეთრი/კვტსთ;

10-6-33 კვ ძაბვაზე - 16.251 თეთრი/კვტსთ;

0.4 კვ ძაბვაზე - 21.083 თეთრი/კვტსთ. 

აღნიშნული ტარიფები 2018 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics