05:10 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 17:50:40, 2067 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე N14 პენიტენციური დაწესებულების განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი N14 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა და მის ხელმძღვანელებთან ერთად ახლადგახსნილი საზოგადოებრივი მისაღები დაათვალიერა და იქ მომუშავე პერსონალს გაესაუბრა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ზვიად მიხანაშვილმა დაწესებულებაში ასევე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ახლადრეაბილიტირებული სამედიცინო პუნქტიც დაათვალიერა, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტომატოლოგიური კაბინეტი, სასტერლიზაციო, შიდსისა და ინფექციური დაავადებების სკრინინგისა და სხვა სახის სამედიცინო პუნქტები ფუნქციონირებს.

უწყების ცნობით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა დაწესებულების ტერიტორიაზე სამედიცინო პუნქტის მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იქ მომუშავე პერსონალს მადლობა გადაუხადა.

„დავათვალიერეთ გეგუთის N14 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. მინდა, აღვნიშნო, რომ მომსახურე პერსონალი ყოველთვის სრულ მზადყოფნაშია, სათანადო დახმარება გაუწიონ აქ მყოფ მსჯავრდებულებს,“- აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პენიტენციური ჯანდაცვის ორგანიზებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, არაერთი რეფორმა განახორციელა.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics