00:29 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 13:26:06, 3097 ნახვა

მსოფლიო
პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი შეიწყალეს

პერუს პრეზიდენტმა პედრო პაბლო კუჩინსკიმ, პატიმრობაში მყოფი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი შეიწყალა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ გადაწყვეტილების მიზეზად ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მას სიმსივნე აქვს. 79 წლის ფუხიმორი ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 ყოფილი პრეზიდენტის შეწყალების ფაქტს პერუში პროტესტი მოჰყვა. დედაქალაქ ლიმაში  5 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. პოლიციამ აქცის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და რამდენიმე ადამიანი დააკავა.

ალბერტო ფუხიმორი პერუს 1990-დან 2000 წლებში მართავდა. ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციისთვის მას 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ექსპრეზიდენტმა ციხეში 12 წელი გაატარა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics