05:09 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 14:37:07, 2138 ნახვა

საზოგადოება
პოეტი ზვიად რატიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

პოეტი ზვიად რატიანი ტვინის შერყევის გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, რატიანს ძლიერი ტკივილები დაეწყო და მისი საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი სწორედ ეს გახდა.

ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი 17 იანვრამდე გადაიდო. შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს რატიანის ადვოკატმა მიმართა.

შეგახსენებთ, რომ ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლისას დააკავეს. რატიანი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა დაკავებისას უფლებამოსილებას გადააჭარბებს. ის პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე.

შს მინისტრის მოადგილე  ნათია მეზვრიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, რითაც მათ არ აძლევდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics