03:50 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-23 10:30:15, 2139 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ საახალწლოდ დამატებით ელექტრომატარებლებს ნიშნავს

სს „საქართველოს რკინიგზა“ საახალწლო დღესასწაულებზე მომატებული მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, მოთხოვნად მიმართულებებზე, 2017 წლის 28-29-30-31 დეკემბერს და შემდგომ, 2018 წლის05-06-07იანვარს დამატებით ელექტრომატარებლებს ნიშნავს.

დამატებითი მატარებლები დაინიშნება თბილისი-ბათუმი-თბილისის (Stadler Kiss)  და თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (GRT), ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ საკლასოვაგონებიან შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასისის ვაგონები.

აღნიშნულ პერიოდში ქ. ბათუმში ტურისტული მგზავრთნაკადის მომატებისა და მგზავრების თხოვნების გათვალისწინებით 860/859 მატარებლის განრიგით მოძრავ GRT ტიპის შემადგენლობა ჩანაცვლდება კომპანია შტადლერის ორსართულიანი მატარებლით.

დამატებითი მატარებლები შემდეგი განრიგით იმოძრავებენ:

თბილისი-სენაკი-თბილისი #878/877

გასვლა

ჩასვლა

გამოსვლა

ჩამოსვლა

08:50

13:08

19:45

23:59

თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807

გასვლა

ჩასვლა

გამოსვლა

ჩამოსვლა

10:30

15:30

17:10

22:03

 

„საქართველოს რკინიგზა“გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics