23:20 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 14:07:51, 2439 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი პოროშენკოს: პრეზიდენტს, რომელიც ნებაყოფლობით გადადგება, შეუძლია შეწყალების იმედი ჰქონდეს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე  უკრაინის პრეზიდენტისადმი ღია წერილი გამოაქვეყნა.

მან პეტრო უღირს პიროვნებად მოიხსენია და გადადგომისკენ მოუწოდა.

„ წინა წერილში მე გთავაზობდით, რომ ერთად მოგვეძებნა  კონფლიქტის მოგვარების გზები.  თუმცა თქვენ ჩემი პირადი წერილი გაასაჯაროვეთ.  წინააღმდეგი არ ვარ, მანდ არაფერი  წერია ისეთი,  რისი დამალვაც მენდომებოდა. თუმცა, ამ საქციელით თქვენ დაამტკიცეთ, რომ უღირსი პიროვნება ხართ“, – ნათქვამია წერილში.

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს არ სურს რეფორმების გატარება, რომელსაც უკრაინელი ხალხი ითხოვს.

 „უკრაინას მესამე მაიდანი არ სჭირდება, ეს ძალიან სახიფათოა. საქმე არა მხოლოდ თქვენ სიცოცხლეს, არამედ მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეს ეხება. ხალხი კი რადიკალურად არის განწყობილი. უკრაინელი ხალხი მზადაა იარაღი აიღოს ხელში და შტურმით აგიღონ. იანუკოვიჩისგან განსხვავებით, თქვენ წასავლელი არასდ გაქვთ.

აღიარეთ, რომ თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს არ შეგიძლიათ უკრაინის უკეთესობისკენ შეცვლა. თქვენი ნებაყოფლობითი გადადგომა თქვენი ბოლო შანსია, რათა პოლიტიკური კრიზისი გადალახული იყოს, რომელიც სხვაგვარად მხოლოდ გაღრმავდება. პრეზიდენტს, რომელიც ნებაყოფლობით გადადგება და ხალხის წინაშე თავი დახარა, შეუძლია სასჯელის შემსუბუქებისა და შეწყალების იმედი ჰქონდეს“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშილის წერილში.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics