23:21 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 18:32:28, 2431 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სააკაშვილის მიერ პოროშენკოსთვის გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც პეტრო პოროშენკოს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისწერა.

როგორც ცეგოლკომ აღნიშნა, წერილის გასაჯაროება მას შემდეგ გადაწყდა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ბევრმა ჟურნალისტმა მიმართა. გამოქვეყნების კიდევ ერთ მიზეზად პოროშენკოს პრესმდივანი სააკაშვილის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს.

წერილში სააკაშვილი ამბობს, რომ ФСБ-სთან მისი კავშირი აბსურდულია და მას "არანაირი აგრესიული განზრახვები არ აქვს". სააკაშვილის თქმით, მის მიმართ გაჟღერებული მსგავსი ბრალდებები უკრაინის მტერს ახარებს.

„მიუხედავად ბოლო მოვლენებისა, არავითარი აგრესიული განზრახვა არ მაქვს. კარგად მიცნობთ და ხვდებით, რომ ჩემი დადანაშაულება ФСБ-ზე მუშაობაში არა მხოლოდ სრული აბსურდია, არამედ ძალიან ახარებს უკრაინის მტერს. რა თქმა უნდა, ბევრი პოლიტიკური შეცდომა დამიშვია და ვუშვებ, მაგრამ ახლა, როგორც არასოდეს დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციის დეესკალაციაა საჭირო, რათა დესტაბილიზაცია არ მოხდეს. მზად ვარ ნებისმიერ დროს შევხვდე უფლებამოსილ წარმომადგენელს და ყველაფერზე მოვილაპარაკოთ. პატივისცემით მ.",- ნათქვამია წერილში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics