13:40 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-18 12:43:21, 2010 ნახვა

სამართალი
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სამი პირი ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ახალციხეში, 1976 წელს დაბადებული მ.ი., 1980 წელს დაბადებული მ.ქ. და 1976 წელს დაბადებული დ.ს. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, დროებით მფლობელობაში არსებულ კაფე-ბარებში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.

სამართალდამცველებმა კაფე-ბარებში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით გამოკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics