01:52 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 19:58:11, 2057 ნახვა

კომენტარი
ანა დოლიძე: კონსტიტუციის ხშირი ცვლილების პროცესი უცნაური და რეკორდულია

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე საკონსტიტუციო პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ კონსტიტუციის ასეთი ხშირი ცვლილებების პროცესი უცნაური და რეკორდულია.

"ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განვაცხადეთ, რომ ის შემართება, რომლითაც ხდებოდა კონსტიტუციის ცვლილება მიუღებელი იყო.

გავიხსენოთ, რომ შეიქმნა კომისია, რომელიც გზადაგზა ჩამოიშალა, ცვლილებები მიიღო მმართველმა ძალამ ერთპარტიულად და სანამ პროექტი რეალობად იქცეოდა, მანამ ის უკვე შეიცვალა. დაპირება, რომელიც საზოგადოებისა და ვენეციის კომისიის წინაშე დაიდო შეიცვალა.

კონსტიტუციის მიღებისთანავე დაიწყო მის ცვლილებებზე საუბარი და დღეს ჩვენ ვიღებთ ცვლილებების ცვლილებების ცვლილებას. ის გაუმართაობა, როგორც წარიმართა ეს პროცესი უცნაური და რეკორდულია, თუნდაც ქართული პოლიტიკური ცხოვრებისათვის",- განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა 115 ხმით, კონსტიტუციური კანონის პროექტი მეორე მოსმენით მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics