|
2017-12-15 13:45:50, 1653 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების რეგიონული ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობს
იუსტიციის მინისტრი აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების რეგიონული ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობს. სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი ღია მმართველობის სფეროში ქართულ გამოცდილებას 6 ქვეყნის მინისტრებსა და 16 ქვეყნის დელეგაციას უზიარებს − კოლეგებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კითხვებს პასუხობს, თუ როგორ მიაღწია საქართველომ წარმატებას „OGP"-ის ფარგლებში. მინისტრის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის წარმატების საფუძველი ღია მმართველობის სისტემის მშენებლობის საქმეში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, ადგილობრივი მთავრობების, არასამთავრობო ორგნიზაციების, აკადემიური წრეებისა და სტუდენტების, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეების მჭიდრო თანამშრომლობაა. თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ერთობლივი და წარმატებული თანამშრომლობით საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე ღია და გამჭვირვალე მთავრობაა პარტნიორობის წევრ ქვეყანათა შორის − 2013 წლიდან მოქმედებს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც საჯარო უწყებებს ავალდებულებს, პროაქტიულად გამოაქვეყნონ საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, ისე, რომ არ დაელოდონ მოთხოვნას. „საქართველო კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რისკის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში; 2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოში ფართომასშტაბიანი რეფორმები ტარდება ინსტიტუციური დემოკრატიის დასამკვიდრებლად. ამ რეფორმების მთავარი მიზანი ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მათი გამჭვირვალობისა და ღიაობის გაზრდაა; სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველო სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბით; სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის გამარტივებული ურთიერთობის მექანიზმია პორტალი „mygov.ge", რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით ამ ვებგვერდიდან მიიღონ 70-ზე მეტი მომსახურება“, - აღნიშნა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა აგრეთვე, საქართველოს, როგორც „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტებზე. „ჩვენ განვსაზღვრეთ ოთხი სტრატეგიული მიზანი, რომელთაგან თითოეულის მიზანი ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაა. ესენია: თანამშრომლობის განვითარება და მოქალაქეთა ჩართულობა; გამჭვირვალობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების ინოვაცია; უკეთესი პარტნიორობის შექმნა. ეს მიზნები სრულ შესაბამისობაშია „OGP"-ის მმართველი კომიტეტის მიერ შემუშავებულ ორგანიზაციის სტრატეგიასთან; ამასთან, პირდაპირ ეხმიანება მოქალაქეთა ყოველდღიურობას", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მინისტერილი „ღია მმართველობის პარტნიორობის" აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში რეგიონული ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ინდონეზიის მთავრობის ორგანიზებული ღონისძიება, რომელსაც 200-ზე მეტი ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, ბიზნესწრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, თეა წულუკიანმა „ღია მმართველობის პარტნიორობის" მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსით გახსნა.
(NS)
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)