23:15 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 14:03:22, 2072 ნახვა

საზოგადოება
მთავრობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საჯარო უწყებებში სტაჟირებას იწყებს

მთავრობა 1+4 პროგრამაში მონაწილე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ციხელაშვილი ამბობს, რომ პროგრამაში მონაწილე კურსდამთავრებულებს, ასევე, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს

საჯარო უწყებებში სტაჟირების შესაძლებობა ექნებათ:

“ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და პრიორიტეტი გახლავთ სამოქალაქო ინტეგრაცია. საზოგადოება, სადაც თითოეული მოქალაქე არის თანასწორი, თითოეული მოქალაქის შესაძლებლოები არის რეალიზებული. სახელმწიფოს პრიორიტეტია ასევე, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ეთნიკური უმცირესობების ჩართვას ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. პროგრამა დადგინდა და განისაზღვრა სპეციალური პროგრამის მონაწილეებისთვის. არსებობს 1+4 პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც არაქართულენოვან სკოლებს ამთავრებენ, სწავლობენ ერთი წლის განმავლობაში ქართულ ენას, სახელმწიფო ენას და შემდეგ სახელმწიფო ენაზე აგრძელებენ განათლების მიღებას. სწორედ 1+4 პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის, ან დამამათავრებელი კურსის სტუდენტებისთვის ჩვენ ვხსნით საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების შესაძლებლობას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა და დასძინა, რომ

საპილოტე პროგრამა   წლის დასაწყისში განხორციელდა, ახლა კი, ამ ყველაფერს  სამართლებრივი ფორმა მიეცემა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics