23:21 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 12:22:26, 1909 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა - სააკაშვილი იდევნება პოლიტიკურად, რადგან ოლიგარქებს მისი ეშინიათ

„საქართველოს ხელისუფლება კოორდინირებულად მოქმედებს, რომ ივაჭროს უკრაინის ხელისუფლებასთან და მიაღწიოს რაიმე მათთვის მისაღებ მოლაპარაკებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.

როგორც ბოკუჩავა აცხდებს, სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, „რადგან ოლიგარქებს მისი ეშინიათ“.

„საქართველოს ხელისუფლება კოორდინირებულად მოქმედებს პროკურატურით დაწყებული, ყველა სხვა თანამდებობის პირით დამთავრებული, რომ ივაჭროს უკრაინის ხელისუფლებასთან და მიაღწიოს რაიმე მათთვის მისაღებ მოლაპარაკებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პროცესი არის პოლიტიკური, მიხეილ სააკაშვილი იდევნება  პოლიტიკურად. რა თქმა უნდა, არანაირი სამართლებრივი საფუძველი ამ დევნას არ გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ოლიგარქებს  ეშინიათ ამ ადამიანის, რომელიც იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ, იბრძვის უკრაინის და საქართველოს წარმატებული პოლიტიკური მომავლისთვის", - განაცხდა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics