22:32 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 13:42:11, 1146 ნახვა

სამხედრო
სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი დაიწყო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის (NATO StratCom COE) ერთობლივი თანამშრომლობით სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსი მიზნად საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მომუშავე სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების მომზადებასა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს.

ხუთდღიანი ტრენინგის ფარგლებში, მსმენელები სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობაზე, ასევე მისი გამართული მუშაობისათვის აუცილებელ წინაპირობებზე პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ.

კურსს სტრატეგიული კომუნიკაციების მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტები უძღვებიან.

(NS) 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics