17:47 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-09 18:56:01, 2653 ნახვა

მსოფლიო
იერუსალიმთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილება პარიზშიც გააპროტესტეს (ვიდეო)

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში პრო-პალესტინელი დემონსტრანტები ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, - ამის შესახებ RT იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს პალესტინის დროშები და პლაკატები წარწერით: "ბოიკოტი ისრაელს" და "თავისუფლება პალესტინას" აქვთ  მიტანილი.

მედიის ცნობით, აქცია რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარეობს და ადგილზე ასობით ადამიანია შეკრებილი. დემონსტრანტები ამბობენ, რომ "ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ და ამერიკის პრეზიდენტი ნაცისტების ნაბიჯებს იმეორებენ".

ამასთან, სააგენტო წერს, რომ რესპუბლიკის მოედანზევე ისრაელის მხარდამჭერებიც არიან მისული, თუმცა ბევრად პატარა შემადგენლობით.

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლას გეგმავს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics