|
2017-12-08 17:44:10, 2078 ნახვა
მსოფლიო
„სულით და სისხლით პალესტინასთან“ - მუსულმანური ქვეყნები ტრამპის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებასთან დაკავშირებით, მსოფლიოს მასშტაბით, მუსულმანურ ქვეყნებში პროტესტი მოჰყვა. იორდანიის დედაქალაქ ამანში პარასკევის ლოცვის შემდეგ, მარში იმართება. მასში მონაწილეობას ადგილობრივი პოლიტიკოსები, პარლამენტარები და პოლიტიკური პარტიები იღებენ. რაც შეეხება თურქეთს, ტრამპის გადაწყვეტილების გამო, რამდენიმე ქალაქში: სტამბოლში, ანკარაში, ბურსიში, ესკიშეხირში და სხვა მსხვილ ქალაქებში, საპროტესტო აქციას მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერებით: "იერუსალიმი - მუსულმანური სიწმინდეა", "ისრაელი - მკვლელია, ამერიკა - მისი მფარველი". მომიტინგეები ანტიისრაულ ლოზუნგებს სკანდირებენ. ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში გაიყვანა. მომიტინგეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. ეგვიპტელები სკანდირებენ: "იერუსალიმი - არაბულია, არა დასავლური და არა აღმოსავლური", "სულით და სისხლით პალესტინასთან!". შეტაკებები ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელებს შორის უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. შეტაკებების დროს 100-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა. შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. ამის შემდეგ პალესტინური ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ხანიამ პალესტინელებს ამბოხისკენ (ინტიფადა) მოუწოდა. ცნობისთვის, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის არსებობის განმავლობაში ინტიფადა (ამბოხი) უკვე ორჯერ მოხდა. პირველი ამბოხის თარიღად 1987 წლის 9 დეკემბერი ითვლება. მას "ქვების ომს" ეძახიან. პალესტინელებმა საკუთარი რისხვა ებრაელი ხალხის მიმართულებით ქვების სროლით გამოხატავდნენ. აღნიშნული ამბოხი 1993 წლის აგვისტოში ოსლოს ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ დასრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში ისრაელის 110 მოქალაქე და 2 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. 2000 წლის სექტემბერში დაიწყო მეორე ამბოხი: "ინტიფადა ალ-აკსა". ამ ამბოხის მიზეზი ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის მიერ მაცხოვრის ტაძრის მონახულება გახდა. ამბოხმა პიკს 2002 წელს მიაღწია, რის შედეგადაც ისრაელის 1000 მოქალაქე, მათ შორის სამხედროები და 65 ტურისტი, ასევე 5000 ათასი პალესტინელი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)