16:34 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-08 16:22:28, 2314 ნახვა

მსოფლიო
„რისხვის დღე“ იერუსალიმში - ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის აქციაზე შეტაკება მოხდა

იერუსალიმში, დამასკოს კარიბჭესთან, ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელებს შორის, რომლებიც დღეს აქციას მართავენ, შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ Ria იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მომიტინგეების ნაწილმა ძველ ქალაქთან ქუჩა გადაკეტა, რის შემდეგაც პოლიციამ მათი დაშლა დაიწყო. აქციის მონაწილეები პოლიციას ბოთლებს ესვრიან. ათობით ადამიანი დამასკოს კარიბჭეში შესვლას ცდილობს.

მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამასთან, ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო.

ცნობისთვის, მუსულმანების მრავალათასიანი აქცია დღეს დაიწყო. ისინი ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

ამასთან, შეტაკებები დღეს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაწილშიც გაგრძელდა. BBC-ის ცნობით, პალესტინელების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics