|
2017-12-07 16:52:50, 2215 ნახვა
მსოფლიო
პალესტინელებმა, ტრამპის გადაწყვეტილების გამო, პროტესტის ნიშნად საშობაო ნაძვის ხეები ჩააქრეს (ვიდეო)
პალესტინელებმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, პროტესტის ნიშნად საშობაო ნაძვის ხეები ჩააქრეს, - ამის შესახებ jewishpress იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საუბარია, ბეთლემის შობის სახელობის ეკლესიის წინ მორთულ ნაძვის ხესა და პალესტინის ყოფილი პრეზიდენტის, იასირ არაფატის საფლავთან მდებარე საშობაო ხეზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აღნიშნულ ფაქტს მსოფლიოს მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსოფლიო ლიდერების ნაწილმა ტრამპი გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა. მაგალითად, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის შეფასებით, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ანთებული ასანთის ტოლფასია. ამასთან, პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ხანიამ პალესტინელებს ახალი ამბოხისკენ (ინტიფადა) მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)