14:06 - 12 Jun, 2026
|
2017-12-06 11:07:35, 2084 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ცნო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცალმხრივად ცნობის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია NBC News-მა გაავრცელა. ტრამპი ტელეფონით ესაუბრა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბას, იორდანიის მეფე აბდულას, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ალ-სისის და საუდის არაბეთის მეფე სალმანს. არაბი ლიდერების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მუსლიმების მიმართ აშკარა პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს და აშშ-ის ეს ნაბიჯი რეგიონში კონფლიქტს გაამწვავებს. 1 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხს განიხილავს. მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ჯერჯერობით თელ-ავივში დარჩება და იერუსალიმში არ გადავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)