14:06 - 12 Jun, 2026
|
2017-12-05 16:57:04, 2173 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის სასამართლომ პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო ორდერი გააუქმა
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო ორდერი გააუქმა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მიუხედავად ორდერის გაუქმებისა, პუჩდემონის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები ძალაშია და მას 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მედიის ცნობით, კატალონიის ყოფილი მეთაური სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ძებნილთა სიიდან ამოღებულია, თუმცა დაკავების ორდერი ესპანეთის ტერიტორიაზე ისევ ძალაშია. მოსამართლის თქმით, საერთაშორისო ორდერი იმიტომ გააუქმეს, რომ პუჩდემონი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს. ყოფილი მეთაური 21 დეკემბერს დაგეგმილ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)