19:12 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 14:27:36, 2037 ნახვა

კომენტარი
პროკურორი: მირზა სუბელიანს საქმის გამოძიებასთან ვერანაირი შემხებლობა ვერ ექნებოდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, იოსებ ხუციშვილის განცხადებით, პროკურატურის თანამშრომელ მირზა სუბელიანს გამოძიებაზე ზემოქმედების მოხდენის არანაირი საშუალება არ აქვს.

როგორც პროკურორმა განმარტა, საქმეზე გამოძიებას შსს აწარმოებს, პროკურატურა კი, საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებს.

„სუბელიანმა, როგორც თქვენთვის ცნობილია, გუშინ მიმართა მთავარ პროკურორს გათავისუფლების თაობაზე. საზოგადოებისთვის რომ ნათელი იყოს, გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა ახორციელებს აღნიშნულ საქმეზე საპროცესო ხელმძღვანელობას. შესაბამისად, მირზა სუბელიანს, რა სპეკულაციებიც იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, ვერანაირი შემხებლობა ვერ ექნებოდა საქმის გამოძიებასთან“, - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, პროკურატურის თანამშრომელმა მირზა სუბელიანმა, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა, განცხადება გაავრცელა და მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ თხოვნით მიმართა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics