17:28 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 11:27:56, 1895 ნახვა

საზოგადოება
ახალი სააღსრულებო კოდექსის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება

ახალი სააღსრულებო კოდექსისა და სააღსრულებო სისტემის ახლებური მოწყობის პროექტს სამთავრობო, არასამთავრობო და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ.

  მერიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის, ეროვნული და კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიიღეს ინფორმაცია დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.  


შეხვედრაზე განხილული იყო ის ნოვაციები, რომლითაც ქართულ სააღსრულებო სისტემა და აღსრულების ეროვნული ბიურო უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტური გახდება. მოწვეულ სტუმრებს ახალი კოდექსის პროექტი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, იოსებ ბაღათურიამ და კოდექსზე მომუშავე ჯგუფმა გააცნეს. 


პროექტის ავტორების განცხადებით, ახალი კოდექსით ქვეყანაში თანამედროვე და ევროპულ სტანდარტებზე მორგებული სააღსრულებო სისტემა შეიქმნება. 


საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი უკვე ერთ წელზე მეტია, ახალ სააღსრულებო კოდექსზე მუშაობს. კოდექსით დარეგულირდება სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურები და სააღსრულებო მოქმედება; სახელმწიფო და კერძო აღმასრულებლის საქმიანობა და ყველა ის სააღსრულებო საკითხი, რომლებიც დღეს მოქმედი კანონით არ რეგულირდება. ახალი სააღსრულებო კოდექსის პროექტის ირგვლივ საჯარო განხილვები და მისი გაცნობა დაინტერესებული პროფესიული ჯგუფებისთვის კვლავ გაგრძელდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics