|
2017-12-01 11:19:08, 2202 ნახვა
საზოგადოება
თიბისი გალერეაში პეტრე ოცხელის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ფარგლებში, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, მხატვრის 30 ნამუშევრის რესტავრაცია განხორციელდა. რესტავრირებულ ნამუშევრებთან ერთად, თიბისი გალერეა საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცულ პეტრე ოცხელის სხვა ნამუშევრებსაც მასპინძლობს. მათ შორის, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ოცხელის ერთ-ერთი შედევრი „ფრთოსანი მღებავი". აღსანიშნავია, რომ ეს ნამუშევარი ხელოვნების სასახლის მუდმივმოქმედ ექსპოზიციას ეკუთვნის და მან მხოლოდ ორჯერ დატოვა მუზეუმის საგამოფენო სივრცე, ერთხელ პარიზში და მეორედ ლონდონში გამართულ გამოფენებზე. აღდგენილი ნამუშევრების უმეტესობა, რომლებიც პეტრე ოცხელის სასცენო კოსტიუმების ესკიზებს წარმოადგენს, ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად არის წარდგენილი. ექსპოზიციაზე მოსულ მოსწავლეებს საინტერესო სიახლე ელოდებათ, ისინი სპეციალურად მათთვის გამართულ ვირტუალური რეალობის სივრცეში შეძლებენ ოცხელის ნამუშევრების ინსპირაციით 3D ფორმატში დახატონ. დაინტერესებული სკოლები, რომლებსაც სურთ, რომ მოსწავლეები გამოფენაზე მიიყვანონ, უნდა დაუკავშირდნენ თიბისი ბანკს. გარდა ამისა, თიბისი ბანკის ინიციატივით, პეტრე ოცხელის შემოქმედების პოპულარიცაზიისთვის პროექტ 12-ის ფარგლებში რამდენიმე საინტერესო ინტერპრეტაცია მომზადდა. ურბანული არტი, დიჯითალ-არტი, ანიმაცია, ნეონი, კომიქსები, 3D არტი, ხელნაკეთი სამკაულები და მუსიკა - ამ მიმართულებებში თანამედროვე არტისტებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, რომელთა პრეზენტაცია ფართო საზოგადოების წინაშე 6 დეკემბერს გაიმართება. პეტრე ოცხელის ხელოვნება ქართული მოდერნიზმის თვალსაჩინო ნიმუშია. ოცხელი იზიარებს მის თანადროულ იდეებს კონსტრუქტივიზმის ზოგადი ფორმაციის შესახებ. ამასთან, მისი მხატვრული ფორმა სრულიად სხვა მიმართულებასაც ავითარებს. კონსტრუქტივიზმის პოლიტიკურ გამოწვევებთან ერთად, ოცხელი ფორმას მითოსურ და კოსმოლოგიურ ნარატივებზე აგებს. სწორედ ამიტომ, მისი პერსონაჟები ყოველთვის სიმბოლური სიმტკიცით და ძლიერი მგრძნობელობით გამოირჩევიან. ის ცხოვრობდა და მოღვაწეობა საბჭოთა პერიოდში, მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში, თუმცა მის მიერ შექმნილი ნამუშევრები, სასცენო კოსტიუმები თუ დეკორაციები, დღესაც აქტუალური და თანამედროვეა. პეტრე ოცხელის შემოქმედებას სხვადასხვა დროს არაერთი გამოფენა მიეძღვნა. ბოლო ათწლეულში დაიბეჭდა მისი ნამუშევრების კატალოგები, გამოქვეყნდა საინტერესო პუბლიკაციები და სამეცნიერო ნაშრომები. 2016 წელს ტექნოლოგიური გიგანტის Google-ის არტისა და კულტურის ინსტიტუტის ვებგვერდზე ხელოვნების სასახლის ექსპოზიციები განთავსდა. პეტრე ოცხელი პირველი ქართველი ხელოვანია, რომელსაც მსოფლიოში უდიდესი კულტურის ინსტიტუტის ვირტუალური საგამოფენო სივრცე დაეთმო.
(NS)
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)