|
2017-12-01 10:49:10, 2415 ნახვა
საზოგადოება
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მედისონის პოლიკლინიკების ქსელში
დღეიდან, 1 დეკემბრიდან, სამედიცინო ჰოლდინგი მედისონის სამივე ფილიალში 9 წლის ასაკის გოგონებში ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია იწყება. ადამიანის პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას წარმოადგენს. აშშ-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გენიტალური პაპილომა ვირუსული ინფექცია ყველაზე ხშირ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციას წარმოადგენს. მისი მნიშვნელობა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც ქალებში კიბოსთან ასოცირებული სიკვდილობის მეორე მიზეზს წარმოადგენს ძუძუს კიბოს შემდეგ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს და აპვ-თან ასოცირებულ დაავადებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალურ პრობლემად მიიჩნევს და კვლავ ადასტურებს მის რეკომენდაციას აპვ-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის ეროვნულ სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის თაობაზე. HPV ვაქცინაცია, რეგულარულ სკრინიგთან ერთად, საშივილოსნოს ყელის კიბოს განვითარების თავიდან აცილების საუკეთესო საშულებაა. HPV ვაქცინაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს 90%-ის გამომწვევი ფორმების განვითარებისაგან დაცვას განაპირობებს. გარდა ამისა, ყველა ქალი, მათ შორის ვაქცინირებული ქალებიც, რეგულარულად უნდა იტარებდნენ სკრინიგს, სკრინინგით შესაძლებელია HPV ინფექციით გამოწვეული კიბოსწინარე მდგომარეობის და კანცეროგენული წარმონაქმნების დიაგნოსტირება და მათი მოცილება, რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე. ბავშვის აცრისათვის საუკეთესო დროა 9-დან 14 წლამდე პერიოდი. ამ ასაკში, ვაქცინაციის შედეგად მიიღება ყველაზე ძლიერი იმუნური პასუხი, რომელიც სწორედ სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე აცრის შეთხვევაშია ყველაზე ეფექტური. ვაქცინაციისათვის უნდა მიმართოთ სამედიცინო ჰოლდინგი მედისონის პოლიკლინიკებს შემდეგ მისამართებზე: • საბურთალო - ვაჟა-ფშაველას გამზ. 83/11 • ვარკეთილი - კალოუბნის ქ. 12 • მუხიანი - ალეკო გობრონიძის ქ. 27 დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ მედისონის საინფორმაციო სამსახურს: 247 06 06 #ვაქცინაცია #მედისონი #პაპილომავირუსი #პოლიკლინიკა #მედისონიზრუნავს #ჯანდაცვა2017
(NS)
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)