16:34 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 19:40:51, 1876 ნახვა

კომენტარი
ლომჯარია: შშმ პირთა უფლებების დაცვა მხოლოდ კანონებისა და რეგულაციების მიღებით არ უნდა გამოიხატოს

სახალხო დამცველის კანდიდატმა ნინი ლომჯარიამ  პარლამენტში იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რასაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით ხედავს.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, ეს მიმართულება მისთვის პრიორიტეტული იქნება.

„ვიცი, რომ სახალხო დამცველის აპარატი, ასევე სამოქალქო საზოგადოება არის ძალიან აქტიური ამ თვალსაზრისით, მაგრამ ჩემი ხედვა მდგომარეობს იმაში, რომ  ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არა მხოლოდ კანონმდებლობაზე, არა მხოლოდ კონცეფციების დონეზე, უფლების დეკლარირება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა არ უნდა გამოიხატოს მხოლოდ კანონებისა და რეგულაციების მიღებით. ეს უნდა აისახოს სახელმწიფო უწყებებისა თუ სხვა პირების ყოველდღიურ გადაწყვეტილებაში“,-აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics