14:54 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 17:28:24, 2033 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელს კილიონ მუნიამას შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ დევნილთა სამინისტროდან აცნობეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მიზანს, დევნილი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, სპეციალური ანგარიშისთვის ინფორმაციის შეგროვება  წარმოადგენს.

 „ევროსაბჭო ამზადებს სპეციალურ მოხსენებას იძულებით გადაადგილებულ პირებზე იმ ქვეყნებში, სადაც არის კონფლიქტი. საქართველოსთან დაკავშირებით, ძალიან კარგად იყვნენ ინფორმირებულები, თუმცა დამატებითი ცნობები მივაწოდეთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: რუსიფიკაცია გალისა და ახალგორის ტერიტორიაზე,  განსაკუთრებით განათლების სფეროში, გადაადგილების თავისუფლების ყოველდღიური  შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე,  ჯანდაცვის პროგრამები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. გარდა ამისა, ვისაუბრეთ დევნილთა განსახლების პროგრამებზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა   კილიონ მუნიამამ სოზარ სუბარს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვფიქრობ, საქართველოს მაგალითის გათვალისწინება სასარგებლოა სხვა ქვეყნებისთვის. სხვა ქვეყნებმა უნდა ისწავლონ საქართველოს გამოცდილებიდან,  თუ როგორ ხდება დევნილი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილება.   ჩვენი ვიზიტი ღირებულია სიტუაციის კიდევ უფრო უკეთესი ანალიზისთვის,  რათა შევაგროვოთ ინფორმაცია და ადგილზე  გავეცნოთ პრაქტიკას“, - განაცხადა კილიონ მუნიამამ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის წევრები, ვიზიტის ფარგლებში,   თბილისის ზღვის ახალ ქალაქსა  და წეროვანში დევნილებისთვის გადაცემულ საცხოვრებლებსაც დაათვალიერებენ.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თურქეთი F-35-ებს მიიღებს
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics