14:54 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 15:09:25, 1665 ნახვა

საზოგადოება
ენმ მზადაა, ომბუდსმენის თანამდებობაზე არასამთავრობოების მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭიროს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, სახალხო დამცველის თანამდებობაზე არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭიროს.

თუმცა, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, ეს თავად კანდიდატზეც იქნება დამოკიდებული.

„ნაციონალური მოძრაობა“ მოწადინებულია, რომ  აღნიშნულ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდროდ ითანამშრომლოს და შესაბამისად, კონსულტაციებს ვმართავთ მათთან. ვფიქრობთ, რომ მათ მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუმცა ბუნებრივია ეს თავად კანდიდატზეც იქნება დამოკიდებული. უახლოესი დღეები გვიჩვენებს  როგორ დასრულდება კონსულტაციები და რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. მაშინ, როცა ქვეყანაში იშვიათი გამონაკლისის გარდა თავისუფალი მედია არ არსებობს, სასამართლო პოლიტიკურ კონტროლსაა დაქვემდებარებული და გრძელდება პოლიტიკური ნიშნით დევნა, აღნიშნული თანამდებობა უაღრესად მნიშვნელოვანია. არასამთავრობო სექტორმა უნდა მოახერხოს და ამ თანამდებობაზე  სხვადასხვა პარტიებთან ერთად აირჩიოს ის ადამიანი, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატი არ იქნება და მათ ინტერესებს არ გაატარებს“,-განაცხადა მელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თურქეთი F-35-ებს მიიღებს
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics