22:32 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-26 16:02:46, 964 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა სასტუმრო „ლეო გრანდში“ დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს

25 ნოემბერს აჭარის   მთავრობის აპარატში გამართულ მთავრობის საგანგებო თათბირზე მთავრობის თავმჯდომარემ და აჭარის  მთავრობამ გადაწყვეტილება  მიიღეს  სასტუმრო „ლეო გრანდში" დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯების დაფარვის შესახებ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა.

„ყველანი შეძრულები ვართ იმ ტრაგედიით, რაც ჩვენს ქალაქში მოხდა. ეს იყო ურთულესი წუთები, რომლებიც ყოველთვის დარჩება ჩვენი ქალაქის ისტორიაში და ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ობიექტური სიმართლე და გავიგოთ, თუ რა გახდა ამ დიდი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ღრმა მწუხარება და ვუთანაგრძნო დაღუპულთა ოჯახებს" - განაცხადა მთავრობის  ზურაბ პატარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics