|
2017-11-25 11:02:47, 1815 ნახვა
სამართალი
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ი. ხ., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი თბილისში, აგლაძის ქუჩაზე პატრულირებდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა გასროლის ხმა გაიგეს. პატრულ-ინსპექტორებმა ოპერატიულად დაადგინეს, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარ ავტომანქანაში ი.ხ.-მ გაისროლა, რის შედეგადაც დაზიანდა როგორც მისი, ასევე, იქვე მდგომი, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა. „სამართალდამცველებმა ი.ხ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ნივთმტკიცებად ამოიღო. ავტომანქანაში, ასევე, აღმოჩენილია ნიღაბი. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით)“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)