|
2015-05-07 11:05:03, 434 ნახვა
საზოგადოება
ყოფილი პატიმრები ბიზნესიდეების განხორციელებას იწყებენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ჯონი კვინიკაძე ბიზნესიდეების კონკურსში გამარჯვებულ ბენეფიციარებს ოჯახებში ესტუმრა. საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ, სოფელ ახალუბნის მკვიდრია. დავით ჯარმელიშვილის იდეა ვაზის განაშენიანებასა და ღვინის წარმოებას უკავშირდება. საჭირო მასალა დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის" წარმომადგენლებმა ბენეფიციარს ოჯახში მიუტანეს. 2015 წელს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში 17 ყოფილი პატიმრის 16 ბიზნესიდეა დაფინანსდა. 12 გრანტი გაიცა რეგიონებში, 4 კი დედაქალაქში. ყველაზე მეტი - 6 ბიზნესიდეა გორის რეგიონში დაფინანსდა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ასევე ესტუმრა გორისა და მცხეთის რაიონების სხვა სოფლებში მცხოვრებ გამარჯვებულ ბენეფიციარებსაც. ჯონი კვინიკაძე ადგილზე გაეცნო როგორც მესაქონლეობის, ისე თონეს კეთილმოწყობის იდეის ავტორების საქმიანობასაც. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის სახელწოდებაა „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა", რომელსაც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი" ახორციელებს. ყოფილი პატიმრების ბიზნესიდეები სამი მიმართულებით დაიყო: სოფლის მეურნეობა, წარმოება და მომსახურება. ჯამში ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების დასაფინანსებლად იუსტიციის სამინისტროს მიერ საგრანტო ფონდისთვის გამოყოფილია 56 000 ლარი. პროექტის მოცულობა წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2014 წელს ყოფილი პატიმრების 5 ბიზნესიდეა დაფინანსდა. შარშანდელი წარმატებული შედეგების გათვალისწინებით, წელს საკუთარი ბიზნესიდეების რეალიზაციის საშუალება იუსტიციის სამინისტრომ უფრო მეტ ყოფილ პატიმარს მისცა. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი უკვე ორი წელია, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად; ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა კი საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცულობის წინაპირობაა.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)