19:11 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 19:00:33, 956 ნახვა

ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ყავის მწარმოელი ახალი საწარმო გაიხსნება

მეწარმეობის განვითარების სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან „ბბ კომპანი“, რომლის ძირითად საწარმოო მიმართულებასაც ყავის წარმოება წარმოადგენს.

კომპანიაზე ახალი საწარმოს გახსნის მიზნით 1,000,000 აშშ დოლარის სესხის გაცემა უზრუნველყო სს „საქართველოს ბანკ“-მა, ხოლო მეწარმეობის განვითარების სააგენტო 2 წლის განმავლობაში მოახდენს სესხის მთლიანი საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის თანადაფინანსებას.

შპს „ბბ კომპანი“-ს აქვს 13 წლიანი გამოცდილება ყავის რეალიზაციაში, ადგილობრივ ბაზარს უმაღლესი ხარისხის ყავის მარცვალს მიაწვდის. ამასთან კომპანია უზრუნველყოფს დაასაქმოს 20-მდე ადამიანი და ქართული ბაზრის მნიშვნელოვან წილი დაიკავოს. სამომავლოდ წარმოებული პროდუქციის ექსპორტს აზერბაიჯანში განახორციელებს.

ახალი საწარმო 6 თვეში ამოქმედდება. ჯამში კომპანია 1,800,000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული საწარმო მცხეთა-თიანეთის რეგიონში, სოფელ ნატახტარში მდებარეობს.

ცნობისთვის, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და ფიზიკური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის  კომპონენტით უკვე სარგებლობს 74 ბენეფიციარი და დაწყებულია შესაბამისი პროექტების განხორციელება. პროექტების  ჯამური მოსალოდნელი ინვესტიცია დაახლოებით 121, 210, 000 აშშ დოლარია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics